ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ლონდონის არსენალმა მადრიდის რეალი 3:0 გაანადგურა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ინგლისური გუნდის ყოფილი კაპიტანი, სესკ ფაბრეგასი, რომელმაც აღნიშნა, რომ "მეთოფეების" სოლიდური უპირატესობის მიუხედავად, ამ წყვილში გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.
"პირველი გოლის გატანის დროს ვიფიქრე, რომ საჭირო იყო მეორეც, შემდეგ კი მესამეც. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, რადგან არსენალის მეტოქე არის რეალი, გუნდი, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლებელი არაფერია", - განაცხადა ყოფილმა ესპანელმა ფლეიმეიქერმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად მადრიდელებს ლონდონელების მინიმუმ ოთხბურთიანი უპირატესობით დამარცხება მოუწევთ. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ "სამეფო კლუბს" "მეთოფეებისთვის" არასდროს მოუგია: 2 წაგება და 1 ფრე.