ჩეხეთთან მოგებული 4:1 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გავიარეთ. ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. ბოლოსდაბოლოს, დღეს გამოვიდნენ ფეხბურთელები, რომელთაც ევროპის ჩემპიონატზე აქვთ ნათამაშები და უფრო მეტი თავადჯერებულობა აქვთ.
მაინტერესებდა, როგორ გამოვიდოდით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ და როგორ ვითამაშებდით. ის, რაც დღეს ვნახე, ფანტასტიკური იყო.
კვარაცხელაის შეცვლა? - ხვიჩა უკვე წლებია მაღალ დონეზე თამაშობს და მისთვის 3 დღეში ერთხელ თამაში და ენერგიების აღდგენა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მან დღეს 90 წუთი ითამაშა. იყვნენ ფეხბურთელები, რომელთა შეცვლაც ისედაც დაგეგმილი მქონდა, მაგალითად კიტეიშვილი, რომელიც ტრავმების შემდეგ დაბრუნდა.
ევროპულ ფეხბურთში კიტეიშვილი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. ის თავისუფლად ითამაშებდა ტოპ ჩემპიონატის ტოპ გუნდში. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან კიტე არ გვყავდა და ეს დიდი დანაკლისი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდში მისნაირი ფეხბურთელი მყავს. მისი როლი ძალიან რთული შესასრულებელია და ყველა დავალებას იდეალურად ართმევს თავს", - განაცხადა სანიოლმა.