საქართველო - საბერძნეთის შეხვედრისთვის ყველაფერი მზად არის. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა 54 ათასი გულშემატკივრით ისტორიული მატჩის მომსწრე იქნება. უნდა ითქვას, რომ თამაშის მიმდინარეობისას ქომაგი არა მხოლოდ მომსწრე, არამედ თავისი მუხტით გარდამტეხი როლის შემსრულებელიც იქნება.
საფეხბურთო სამყაროში მიიჩნევა, რომ გულშემატკივარი სტადიონზე პრაქტიკულად მეთორმეტე მოთამაშის ფუნქციას ასრულებს. ბევრ გუნდში დამკვიდრებულია წესი, რომლის თანახმადაც 12-ნომრიან მაისურს ფეხბურთელებიდან არავინ იცვამს, რადგან ეს ნომერი სიმბოლურად სწორედ ქომაგებს ეკუთვნით.
ეს ტენდენცია განსაკუთრებით გავრცელებულია გერმანიაში, სადაც მიუნხენის ბაიერნში ან თუნდაც დორტმუნდის ბორუსიაში აღნიშნული ნომრით მოთამაშე ფეხბურთელს ვერ შენიშნავთ. დავუბრუნდეთ ქართულ რეალობას, სადაც ფეხბურთი სტადიონზე მოსული ქომაგების გარეშე, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
გავიხსენოთ თბილისის დინამოს ოქროს ეპოქა, როდესაც ლეგენდარული გუნდის თამაშის სილამაზე ერთი სანახაობა იყო და ის, თუ რა ხდებოდა სტადიონზე - მეორე სანახაობა. ქართულ კლუბს თავის საშინაო არენაზე დამარცხებული ჰყავს ლივერპული და როტერდამის ფეიენოორდი, ეს ყველაფერი 90 000-იანი ქომაგობის თანხლებით.
თანამედროვე ისტორიაში ქართული ფეხბურთის მდგომარეობა არც ისეთი სახარბიელოა, გულშემატკივარს არაერთი სამწუხარო მომენტი ახსოვს, თუმცა როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ვითარება, ერთი რამ უცვლელი რჩებოდა, ქომაგი თავის გუნდს გვერდში ბოლომდე ედგა. მზიან ამინდში, ქარში თუ წვიმაში, სადაც წავა საქართველოს ნაკრები, იქ იქნება ქომაგიც.
ყველას გვახსოვს ხორვატიის ნაკრების დამარცხებით გამოწვეული ბედნიერება, როდესაც გულშემატკივრებით გადაჭედილი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სიხარულისგან ზანზარებდა ისე, როგორც რომის კოლოსეუმი გლადიატორთა ბრძოლის დროს. ჩვენი ქვეყანა წარმოუდგენელია ფეხბურთის გარეშე, ისევე როგორც დინამო არენა ქომაგის გარეშე.
ქართველი გულშემატკივრისთვის მატჩის დღე არ არის მხოლოდ სტადიონზე მისვლა და 90 წუთის შემდეგ სახლში წასვლა, ეს არის სპორტული დღესასწაული, სადაც საფეხბურთო ატმოსფერო იქმნება თამაშის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. მსვლელობა, შეძახილები, სიმღერა, საფეხბურთო ატრიბუტიკა და ემოციურობა, რომელიც პიკს აღწევს.
ცხადია, ეს ყველაფერი საბერძნეთთან შეხვედრამდეც იქნება. გადამწყვეტ თამაშამდე ქართული სპორტის ქომაგები მსვლელობას გეგმავენ. გულშემატკივრები შეიკრიბებიან 18:00 საათზე, აღმაშენებლის 127 ნომერთან, შემდეგ კი დინამო არენისკენ დაიძვრებიან. ხვალ, მთელი საქართველო თეთრ-წითელი ფერებით იქნება დამშვენებული.
მატჩამდე დაელოდეთ ქართული სპორტის ქომაგებზე საინტერესო ვიდეოს ჩვენს Youtubeარხზე.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველა ბილეთი გაყიდულია, საბერძნეთის მხრიდან ჩამოსულია 2500 ქომაგი, დანარჩენი, 51 ათასზე მეტი ადგილი კი ჩვენებს ეკუთვნით. გვახსოვს ერთა ლიგის წინა ფინალი, რომელიც ერთგვარი შავი ლაქაა: ცარიელი ტრიბუნები და წაგება ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა!
საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ფინალში ეყოლება არა ერთი, არამედ 51 ათასი მოთამაშით მეტი. მოედანზე იბრძოლებს მთელი საქართველო, რადგან სასწორზე ისტორიული, ევრო 2024-ის საგზურია. წინ დიდი გამარჯვებისკენ!
მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის მორიგ ბრძოლამდე ორი კვირაზე ნაკლები დრო რჩება. სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამჟამინდელმა რუსმა ჩემპიონმა დაახასიათა რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის ქართველი მოწინააღმდეგეც, რომელსაც "გაფუჭებული მანქანა" უწოდა. "რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვადამდე…
11 ოქტომბერს, ჩვენი დროით 04:00 საათიდან ლას ვეგასში გაიმართება UFC Fight Night-ი, რომლის მეინ ქარდს ოთარ თანზილოვისა და მალკოლმ უელმეიქერის ჩხუბი გახსნის. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული დუელისგან. ოთარ თანზილოვის UFC-ში პირველი გამარჯვების მოლოდინში თანზილოვის დებიუტი…
ინტერის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, კერტის ჯონსმა ბოლო ვარჯიშზე კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ინგლისელი ფეხბურთელი გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯონსი 4-დან 5 კვირამდე იუქმებს, რის შემდეგაც გუნდთ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე -90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრები უმედლოდ დარჩა. აღნიშნულ წონაში, საქართველოს ღირსებას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური და მოქმედი ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე იგებნდნე, თუმცა, ტურნირს საწყი…
გერმანულმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt.com-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. ბოლო განახლების შემდეგ, TOP 10-ში გარკვეული ცვლილებები მოხდა. ათეულში კვლავ რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი ხვ…
კრიშტიანუ რონალდუ ლიონელ მესის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და არგენტინელ ვარსკვლავს სოციალურ ქსელში, Instagram-ის პოსტზე კომენტარი დაუწერა. „ლეო, ამდენი წლის განმავლობაში შენი ქვეყნის ღირსებას იცავდი და ისტორიას ქმნიდი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. ჩემი უდიდესი პატივისცემა შენ იმი…
ლიონელ მესი ბოლო სანაკრებო მატჩის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "გუშინ ჩემი ბოლო მატჩი ვითამაშე და უკვე მენატრება ცისფერი და თეთრი მაისურის ჩაცმა. ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ეს იყო წარმოუდგენელი გზა, სავსე სიხარულითა და გარკვეული სევდითაც, მაგრამ ზუსტად ვიცი,…