ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურში უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ ლევანტესა და ალმერიას შორის. მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი მეორე ტაიმი გამოვიდა, სადაც 4 გოლი ვიხილეთ. პირველ ტაიმში გუნდებმა 2-2 გოლი გაცვალეს.
მეორე ნახევრის გმირად კი ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მოგვევლინა, რომელმაც მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა.
ქოჩორაშვილმა ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ ბრწყინვალე საგოლე გადაცემა გააკეთა და 8.3 შეფასება მიიღო, რაც საუკეთესოა თავის გუნდში.
7 ტურის შემდეგ, ლევანტეს 14 ქულა აქვს და ლა ლიგა 2-ის ცხრილის სათავეშია.