Tranfermarkt-მა გამოაქვეყნა პოსტ-საბჭოთა სივრცის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული. სიაში პირველ და მეორე ადგილზე არიან ქართველები: ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრები, ნაპოლი) - €85 მილიონი, და გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს ნაკრები, ვალენსია) - €40 მილიონი.
რაც შეეხებათ ათეულის სხვა წევრებს, შვიდი ფეხბურთელი არის უკრაინიდან, ერთი კი რუსეთიდან. ასევე გამოსარჩევია მიხაილო მუდრიკის, რომელიც ლონდონის ჩელსიმ დონეცკის შახტარიდან თავის დროზე €70 მილიონად იყიდა, მაგრამ დღეს მისი ფასი უკვე 30 მილიონი ევრო არის.
1. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, ნაპოლი) - €85 მილიონი
2. გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ვალენსია) - €40 მილიონი
3. ილია ზაბარნი (უკრაინა, ბორნმუთი) - €38 მილიონი
4. გეორგი სუდაკოვი (უკრაინა, შახტარი) - €32 მილიონი
5. მიხაილო მუდრიკი (უკრაინა, ჩელსი) - €30 მილიონი
6. არტიომ დოვბიკი (უკრაინა, რომა) - €30 მილიონი
7. ოლექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, არსენალი) - €30 მილიონი
8. ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი, მონაკო) - €30 მილიონი
9. ვიტალი მიკოლენკო (უკრაინა, ევერტონი) - €28 მილიონი
10. ანატოლი ტრუბინი (უკრაინა, ბენფიკა) - €25 მილიონი