პრემიერ ლიგის 32-ე ტურში მანჩესტერ სიტიმ საკუთარ კედლებში კრისტალ პალასი 5:2 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 33-ე წუთამდე "ქალაქელები" აგებდნენ 0:2-ს, მაგრამ შემდეგ, მაყურებელმა ქამბექი იხილა. ამ მოგების შემდეგ, მასპინძლები აგროვებენ 55 ქულას და ოთხეულში ადგილს იმკვიდრებენ.
მანჩესტერ სიტი 5:2 კრისტალ პალასი
გოლები: 0:1 ებერეჩი ეზე 8', 0:2 კრის რიჩარდსი 21', 1:2 კევინ დე ბრუინი 33', 2:2 ომარ მარმუში 36', 3:2 მატეო კოვაჩიჩი 47', 4:2 ჯეიმს მაკეიტი 56', 5:2 ნიკო ო'რაილი 79'.