პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. პარიზელების მიზანია გარიგება რაც შეიძლება მალე დაიხუროს, რადგან როგორც უკვე გაცნობეთ, ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. ლიგა 1-ის ბინადრების შემდეგ საქმეში
ნიუკასლი, ლივერპული და
ჩელსიც ჩაერთვნენ.
პსჟ და ფეხბურთელის წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე საათია რაც პირად კონტრაქტზე მუშაობენ. ცნობილია რა თანხას სთავაზობენ პარიზელები ხვიჩა კვარაცხელიას — საუბარია, დაახლოებით, €6 მილიონსა და სოლიდურ ბონუსებზე. შეგახსენებთ, კვარაცხელიას წლიური ხელფასი ნაპოლიში სულ რაღაც €1.2 მილიონია.
“პარტენოპეი” ქართველ ფეხბურთელს დაახლოებით €80-90 მილიონად აფასებს. ფრანგული კლუბი ტრანსფერში მილან შკრინიარის ჩართვას გეგმავს.
პსჟ პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ხვალ გააკეთებს. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც — ზემოთ ხსენებული გუნდები კვარაცხელიას წარმომადგენლებს უახლოეს საათებში დაუკავშირდებიან.