ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მიუნხენის ბაიერნი საკუთარ კედლებში მილანის ინტერთან დამარცხდა (1:2). აღსანიშნავია, რომ ეს არის "რეკორდმაისტერის" პირველი საშინაო წაგება ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე 2021 წლის აპრილის შემდეგ. 4 წლის წინ, გერმანულ კლუბს მოუგო პარის სენ-ჟერმენმა, ასევე 1/4 ფინალში.
პსჟ-მ ბავარიელები დაამარცხა ანგარიშით 3:2, კილიან მბაპეს დუბლითა და მარკინიოს კორეას ერთი გოლით. მასპინძლების მხრიდან სტუმრების კარი ტომას მიულერმა და ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა აიღეს. იმის შემდეგ, ალიანც არენას ბინადრები შინ არ აგებდნენ 22 შეხვედრის განმავლობაში: 17 მოგება და 5 ფრე.
როგორც ვხედავთ, ტრადიცია დაარღვია "ნერაძურიმ", რომელმაც ლაუტარო მარტინესისა და დავიდე ფრატეზის გოლებით ბაიერნის მიღწევა გაანულა. საპასუხო შეხვედრა მიუნხენელებსა და "გველებს" შორის 16 აპრილს გაიმართება.