იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მილანის ინტერი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება მატჩი ხასიათის გამოსასწრებლად - სულ რაღაც 3 დღის წინ, ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან ასპარეზობას გამოეთიშა. ინტერი პენალტების სერიაში ატლეტიკოსთან დამარცხდა, ნაპოლიმ კი ბარსელონასთან წააგო.
შესაბამისად, მათი მიზანი ახლა სერია ა-ში წარმატების მიღწევაა, რაც ინტერს უფრო გამოუვა, ვიდრე ნაპოლის. ინძაგის გუნდი 75 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.
ნაპოლი კი 44 ქულით მე-7 ადგილს იკავებს და ცდილობს სეზონი ევროზონაში დაასრულოს. კარგ ფორმაშია ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ბარსელონასთან მატჩამდე ზედიზედ სამ შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი.
ეს გუნდები ერთმანეთს 2 თვის წინ დაუპირისპირდნენ. იტალიის თასზე გამართული დაძაული მატჩი ინტერმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო.
ინტერის ბოლო 5 მატჩი: ატლეტიკო-ინტერი 2:1, ბოლონია-ინტერი 0:1 ინტერი-ჯენოა 2:1, ინტერი-ატალანტა 4:0, ლეჩე-ინტერი 0:4
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ბარსელონა-ნაპოლი 3:1 ნაპოლი-ტორინო 1:1, ნაპოლი-იუვენტუსი 2:1, სასუოლო-ნაპოლი 1:6, კალიარი-ნაპოლი 1:1
ინტერი-ნაპოლი
იტალიის სერია ა, 29-ე ტური
17 მარტი, 23:45
ჯუზეპე მეაცა, სან სირო, მილანი
მთავარი მსაჯი: ფედერიკო ლა პენია
სავარაუდო შემადგენლობები
ინტერი: სომერი, აჩერბი, პავარი, ბოსტონი, დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, მარტინესი, ტურამი
დანაკლისი: არნაუტოვიჩი, აუგუსტო, კუადრადო
ნაპოლი: მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგორი, ჟესუსი, რუი, ლობოტკა, ანგისა, ზიელინსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი