● 5 სათამაშო ტური საკმარის ინფორმაციას იძლევა ანალიზისთვის;
● პირველი, ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა კალენდარში - მაგალითად რთული მატჩების შემდეგ არსენალისთვის მომდევნო 3 ოპონენტი იდეალურია;
● შეძლებ თავიდან მოიშორო არასასურველი ფეხბურთელები, რომლის გაყიდვასაც მინუს ქულების გარეშე ვერ ახერხებდი.
შესაბამისად მე-6 ტურის მიმოხილვა ვაილდქარდს და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან დეტალებს შეეხება.
განვლილ ტურში რეკომენდაციამ სოლანკეს, სონის, ვოტკინსისა და პალმერის შესახებ გაამართლა, თუმცა საუკეთესო კაპიტანი მაინც ჰოლანდი გამოდგა. როგორი სირთულის მატჩიც არ უნდა ჰქონდეს ნორვეგიელს, როგორც ჩანს ის 2024/25 სეზონში ბევრი მენეჯერისთვის პერმანენტული კაპიტანი იქნება.
ქვევით, მე-5 ტურის მნიშვნელოვანი მატჩების ანალიზს ნახავ, რომელიც ასევე ვაილდქარდისთვის გუნდის ფორმირებაზეც დაგეხმარება.
⚒️ ვესტ ჰემი xG (0.82) 0-3 (2.39) xG ჩელსი 🔵
🔵 ჯექსონი აქტიურობდა და სწორ პოზიციებს არჩევდა, ხანდახან ინაცვლებდა მარცხნივ. 3-ჯერ დარტყა საჯარიმოს შიგნიდან, ასევე 2 საგოლე შანსიც შექმნაა.
🔵 პალმერმა მოედანზე 60 წუთი დაჰყო, 1 დიდი შანსი გააცუდა, ცხადია აქტიურობდა.
⚒️ ბოუენი და კუდუსი აქტიურობდნენ, სამერვილის სასარგებლოდ აშკარა თერთმეტრიანი უნდა დაენიშნათ, თუმცა მსაჯის და VAR_ის აზრით ლონდონი ლურჯია.
📝 FPL რჩევა:
პალმერის გარდა, ჩელსის ყველა ნახევარმცველი როტაციის რისკის ქვეშაა.
🔴 ლივერპული (2.18) 3-0 (1.24) ბორნმუთი 🍒
🔴 დიასი ყველაზე დიდ ხიფათს წარმოადგენდა. 3 დიდი შანსი შეექმნა.
🔴 სალაჰი ფლანგზე იყო გადაწეული, სიღრმეში. მოგვიანებით ცენტრისკენ. სიზუსტე აკლდებოდა ფინიშზე. 4 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან, შექმნა 6 სახიფათო მომენტი.
🍒 სემენიო სახიფათოა. 4 დარტყმა ჰქონდა, გოლი გაუუქმეს და ერთი დიდი შანსი გააცუდა.
📝 FPL რჩევა:
ფორმიდან გამომდინარე დიასი 60-70 წუთს მაინც მიიღებს, ჯოტას სათამაშო დრო შემცირდა.
ძალიან პერსპექტიულია სემენიო, მიმდინარე სეზონში უკვე 24 დარტყმა აქვს, ის ამ მაჩვენებლით მე-2 ადგილზეა.
🐔 ტოტენჰემი (3.68) 3-1 (0.68) ბრენტფორდი 🐝
🐔 სონმა 7 შანსი შექმნა. თვითონ სახიფათო არ ყოფილა - 0 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან.
🐔 სოლანკეს 3 საგოლე მომენტი ჰქონდა, ერთხელ გაიტანა, 2 გააცუდა.
🐔 მედისონი სახიფათო იყო - 3 დარტყმა საჯარიმოში, 3-ჯერ საგოლე მომენტი შექმნა.
🐝 მბუმო უკიდურესად სახიფათოა, განსაკუთრებით კონტრზე. 3-ჯერ დაარტყა საჯარისმოს შიგნიდან, 2 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
📝 FPL რჩევა:
სონი ზედმეტად ძვირია. სოლანკე და მედისონი საუკეთესო ალტერნატივაა სპურსიდან.
ვან დერ ბერგმა (£4,0) ზედიზედ ორი მატჩია სასტარტოშია, თუმცა 4 მცველიან ფორმაციაში შესაძლოა არ იყოს ძირითადში, ამიტომ სარისკო არჩევანია.
⚪️ ფულჰემი (2.63) 3-1 (1.54) ნიუკასლი ⚫️
⚪️ რაულ ხიმენესი შთამბეჭდავი იყო - 4 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან, 2 შანსიც შექმნა.
⚪️ აქტიურობდა სმიტ-როუც, გოლის გარდა გაარტყა ძელსაც.
⚫️ ნიუკასლიდან ყველაზე დიდ საფრთხეს ბარნსი ქმნიდა, ისააკი კვლავ ინერტული იყო.
📝 FPL რჩევა:
ორივე მუნისიც და ისააკიც გასაყიდია. ასევე ნიუკასლის მცველებიც.
🔴 ასტონ ვილა (1.73) 3-1 (0.53) ვულვზი 🐺
🔴 როგორც იქნა როჯერსის აქტიურობა გადაითარგმნა ქულებში, შესაძლოა მეტიც ჰქონოდა.
🔴 ვოტკინსმა აღიდგინა ფორმა. 2 დიდი შანსი ჰქონდა, 3 დარტყმა საჯარომოს შიგნიდან,
🐺 კუნიამ დაცვის შეცდომის წყალობით გაიტანა.
🐺 აიტ ნური კვლავ წინ აწეულია, ფაქტიურად ვინგერია. განსაკუთრებით აქტიურობდა პირველ ტაიმში, 3_ჯერ დაარტყა საჯარიმოს შიგნიდან.
📝 FPL რჩევა
ვილას დაცვიდან კონსა უკეთესი ალტერნატივაა ვიდრე დინი, ფრანგის წუთებს მაატსენი და ლიგის როტაცია ემუქრება. მე-9 ტურამდე მგლებს რთული კალენდარი აქვთ.
🦅 კრისტალ პალასი (0.99) 0-0 (1.86) მანჩესტერ იუნაიტედი 👿
🦅 ჰენდერსონს დიდებული მატჩი ჰქონდა, თუმცა პალასის დაცვა მუდმივად ცდებოდა
🦅 ეზემ 2 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, დუბლი უნდა ჰქონოდა. 2 შანსი შექმნა.
👿 გარნაჩომ ძელს გაარტყა, ბრუნომაც. დე ლიხტს 3 დარტყმა ჰქონდა საჯირიმოს შიგნიდან.
📝 Fpl რჩევა:
მატეტას წუთებს სარი & ნკეტია ემუქრება. ვაილდქარდს თუ აკეთებ, სჯობს ჰენდო გაყიდო.
🔵 მანჩესტერ სიტი (2.41) 2-2 (1.02) არსენალი 🔴
🔵 ჰოლანდი შეუჩერებელია, 2 დიდი შანსი ჰქონდა, ასევე 6 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან.
🔵 ვოლკერი ბევრად უფრო შემტევი იყო, ვიდრე გვარდიოლი. 4 საგოლე შანსი შექმნა, 1 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან.
🔴 ჰავერცი ჩუმი იყო. 0 პასი. მხოლოდ 1 დარტყმა საჯარიმოს შიგნიდან, ბოლო წუთებზე.
📝 FPL რჩევა
ტროსარისა და ოდეგორის არ ყოფნის ფონზეა, შესაძლოა ჰავერცმა უკან ჩამოიწიოს, 9_იანზე კი გაბი ჯესუსი ვიხილოთ.
ვაილდქარდი
ამ მიმოხილვაში არსებული ინფორმაცია ვაილდქარდის გაკეთების წინ არსებულ დილემებთან გამკლავებაში დაგეხმარება.
ბიუჯეტური ფორვარდი
სოლანკე, კალვერტ-ლუინი, ვუდი, ჯექსონი - ვფიქრობთ ეს ოპტიმალური რიგითობაა. მთავარი თავდამსხმელი, რა თქმა უნდა, ჰალანდი უნდა იყოს.
შესაძლოა თერთმეტრიანების შემსრუბლადაც სოლანკე მოგვევლინოს. გასულ ტურში დომის 3 ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა, გოლად მხოლოდ ერთი გარდასახა, თუმცა შეიძლება ჰეთ-თრიქიც ჰქონოდა. ევროპის ლიგაზე, კი გოლის გატანა და ასისტის გაკეთება მოახერხა.
გასულ სეზონში, რიჩარლისონს ძალიან ბევრი მომენტი ექმნებოდა, თუმცა მისი გადართგმნას საგოლე მოქმედებებში სათანადოდ ვერ ახერხებდა, ახლა კი სპურსს გაცილებით უკეთესი 9_იანი ჰყავს, რომლისგანაც კონვერტაციის უკეთეს მაჩვენებლებს უნდა ველოდოთ.
ქულა: 24 🆚 29
დარტყმა საჯარიმოს შიდნიდან - 11 🆚 11
კარში დარტყმა 4 - 8
xGI (მოსალოდნელი გოლში მონაწილეობის ინდექსი) : 0,39 🆚 2,5
საგოლე მოქმედება 3 - 3
კალენდარი:
DCL ვუდი
CRY (H) FUL (H)
NEW (H) CHE (A)
IPS (A) CRY (H)
FUL (H) AVL (A)
SOU (A) WHU (H)
ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ორივე ფორვარდი თერთმეტმეტრიანებსაც ასრულებს, სწორედ ამის ხარჯზე ვუდს xGI_ს მიხედვით უპირატესობა აქვს, თუმცა კალვერტ-ლუინს უკეთესი კალენდარი აქვს.
ავსტრალიელი უფრო ხშირად იცვლება ვიდრე ინგლისელი, სწორედ ამის და იოლი ტურების დამსახურებით ვფიქრობთ კალვერტ ლუინი უკეთესი არჩევანია, ვიდრე ვუდი, თუმცა განსხვავება ძალიან მცირეა, რაც ართულებს გადაწვეტილების მიღებას. ჩვენ, სულ ოდნავ მეტად ვიხრებით DCL-ისკენ.
ასევე კვლავ მიდრეკილია ყვითელი ბარათებისკენ, რაც შეეხება თერთმეტმეტრიანებს აქ პალმერი უალტერნატივო დამრტყმელია, ამ ფაქტორები გათვალისწინებით შესაძლოა ჯექსონზე მიმზიდველად სხვა ფორვარდები გამოიყურებიდნენ.
თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინო ეს გარემოებებიც:
- ამ სეზონში ჩელსის 11 გოლი აქვს გატანილი, უკეთესი შედეგი მხოლოდ სიტის აქვს. (13)
- ნიკოლასს 5 მატჩში 4 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა
- ჩელსის მომდევნო 4 თამაშიდან 3 შინ აქვს - BHA (H), NFO (H) LIV (A) NEW (H)
მოდით ვისაუბროთ რიკო ლუისზე (£4.7)
ფენტეზის დედლაინის მოახლოებასთან ერთად მისი კანდიდატურა სულ უფრო და უფრო მიმზიდველია, თანაც სიტის უახლოესი ტურებში რთული მატჩები არ ელის.
რა თქმა უნდა, როტაციის რისკი დიდია თუმცა, როდესაც მანჩესტერ სიტის მცველი მხოლოდ 4.7£ ღირს, მაშინ ეს რისკი სრულიად გამართლებულია.
თანაც გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე რიკო ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 10%_ს ჰყავს.
რიკო ლუისის მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGI) 0.8 არის, რაც მცველისთვის პერსპექტიული მაჩვენებელია. როდრის ტრავმის ფონზეც კი, ახალგაზრდა ინგლისელის წუთები კვლავ სათუოა, თუმცა მის სასარგებლოდაც ბევრი ფაქტორი მეტყველებს, რის შესახებაც ზევით გიამბეთ.
მიმდინარე სეზონში ანტუან სემენიო (£5.6) ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბიუჯეტური ნახევარმცველია, რომელიც შედარებით უყურადღებოდ დარჩა. ახალ სეზონში ანტუანი “ალუბლების” ლიდერად მოგვევლინა, ამავდროულად მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსისი (xGI) მიხედვით მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ პრემიერ ლიგის 6 ნახევარმცველს აქვს.
მომდევნო ორ ტურში ბორნმუთი ახლადაღზევებულ გუნდებს ლესტერსა და საუთჰემპტონს დაუპირისპირდება, რაც იდეალური კალენდარია განელისთვის.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სემენიიო ვაილდქარდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური ოპციაა, უკეთესიც კი ვიდრე ESR_ია (£5.8) , რომელსაც კალენდარი მკვეთრად უფუჭდება და უფრო პერსპექტიული ვიდრე მაკნილია (£5.4).
ხოლო, როდესაც ანტუანს რთული მატჩები წამოეწევა შესაძლებელია მისი როტაციაა, ლუინთან, ვუდთან და როჯერსთან.
დავიდ რაიას (£5.8) შესაძლო ტრავმამ, ვაილდქარდერებს მეკარის პოზიციასთან მიმართებაში ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა. თუ ესპანელი მომჯობინებას ვერ მოასწრებს კვლავ ბიუჯეტური მეკარეების განხილვა მოგვიწევს.
ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი, “ფუტკრების” კიპერია. ბრენტფორდს წინ ერთ-ერთი ყველაზე იოლი კალენდარი აქვს.
WHU (H) WOL (H) MUN (A) IPS (H) FUL (A) BOU (H) EVE (A) LEI (H)
მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპიტელი დაგროვილი ქულებით, პრემიელ ლიგის ფენტეზის მიმდინარე სეზონში მხოლოდ დიასსა და ჰოლანდს ჩამოუვარდება, დღის წესრგიში მაინც დადგა მისი საკათი ჩანაცვლების საკითხი.
რატომ ? ფენტეზიში წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სწორ პრემიუმ მოთამაშეს სწორ დროს ფლობდე. რა თქმა უნდა, სასურველია საკასა და სალაჰის ერთად გუნდში ყოლა, თუმცა ორივე პრემიუმ ფასის მქონე ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ პრემიერ ლიგის ფენტეზის ბევრ მენეჯერს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევს.
მომდევნო ტურებში საკასა და ჰალანდსაც უადვილესი კალენდარი აქვს, ორი პრემიუმ აქტივი კი, როგორ უკვეც აღვნიშნეთ სასურველ სივრცეს აღარ ტოვებს სხვა ფეხბურთელებისათვის.
მნიშვნელოვანია:
*თუ არსენალის მხოლოდ 1 ან არცერთი ფეხბურთელი არ გყავს;
*თუ ვერ ახერხებ მბუმოს ყიდვას;
*თუ კვლავ გუნდში გყავს ისააკი ან გორდონი. ფეხბურთელები, რომლებმაც არ გაამრთლეს.
*თუ გუნდში გყავს მაღალი როტაციის რისკის მქონე ფეხბურელები - ჯოტა/მუნისი
*თუ სკამზე კვლავ გიზის ისეთი მოთამაშეები, როგორიცაა (ქუანსა/ბარკო)
ვაილდქარდისთვის შემდეგი ხელსაყრელი ფანჯარა სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება, მე-8 ტურში. თუმცა მანამდე მნიშვნელოვანია მატჩებია და თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს ესადაგები, მაშინ სჯობს აღარ მოიცადო მე-8 ტურამდე.
რომ არა ოდეგორის ტრავმა, კაი ჰავერცი (£8.1) ვაილდქარდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე უნდა ყოფილიყო. ნორვეგიელი მეთოფეებისთვის უდიდესი დანაკლისია, განსაკუთრებით კი კრეატივსა და შეტევაში, სწორედ ამიტომ გერმანელის ალტერნატივა ისე მიმზიდველად აღარ მოსჩანს. შესაძლოა არსენალის სათამაშო სტილი უფრო დაცვითი გახდეს, ან კაი ნაკლებად აღმოჩნდეს 9_იანი პოზიციაზე.
უფრო დაცვითი არსენალი კი ცხადია, შესანიშნავი პლატფორმაა მეთოფეებიდან ორი მცველის ან მეკარისა და მცველის ასაყვანად. ფაქტიურად ამის კონტურები ჩვენ უკვე ვნახე, როდესაც არტეტამ სიტის წინააღმდეგ მე-4 ტურში “ავტობუსი ჩააყენა”.
ჰოლანდი 8.1 - ვუდი 5.8
სალაჰი 7.8 - მბუმო 5.7
საკა 7.2 - სემენიო 5.4
პალმერი 7.1 - ლუის დაისი 5.0
ჰავერცი 6.0 - სოლანკე 4.8
ეზე 5.9 - როჯერსი 4.7
მე-6 ტურში, ჩვენი ვაილდქარდის გუნდი ამ ეტაპზე ასე გამოიყურება:

როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე







