ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ბრენტფორდმა საკუთარ მოედანზე ჩელსი მიიღო და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
შეხვედრის პირველი ტიამი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი 61-ე წუთზე ჯეიდონ ენტონიმ გახსნა. 83-ე წუთზე იგორ ტიაგომ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე ფაბიო კარვალიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ბრენტფორდი 3-0 ჩელსი
გოლები: ჯეიდონ ენტონი (61'), 2-0 იგორ ტიაგო (83'), 3-0 ფაბიო კარვალიო (90+5')
5 მატჩის შემდეგ ბრენტფორდს 9 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო ჩელსი 7 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში ფუტკრები ასტონ ვილას ესტუმრებიან, არისტოკრატები კი ბორნმუთს უმასპინძლებენ.











