ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდ.ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის, ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა.
"ძალიან რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა გვაქვს, არავისთვის არ არის მარტივი ის ფაქტი, რომ ოთხ თამაშში გოლი არ გაგვიტანია, თუმცა არის პოზიტივი, რაც მეორე ტაიმში დავინახეთ.
პოზიტივი ის არის, რომ ახალი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ, ახალი სტილით და ახალი ტაქტიკით, რასაც, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება და უნდა განვავითაროთ.
საერთო ჯამში, ასეთ პრაგმატულ და ძალისმიერ ნაკრებს რომ მოუგო, ხშირად უნდა იყო ბურთით. მეორე ნახევარში ეს გამოვასწორეთ, თუმცა ვისურვებდი, რომ ამას სტაბილური სახე მიეცეს და მთელი თამაში ასეთ დონეზე ჩავატაროთ ხოლმე.
ოთხივე მატჩში დაცვის ხაზის თამაში უნდა აღინიშნოს. ყველა შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა დაცვაში ცოტა შეცდომა დაუშვა და ამ მხრივ, ბევრი პოზიტივი დავინახე.
დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ნოემბრის მატჩებში ჩვენი თამაშის ხარისხი ბევრად მაღალი იქნება. მიზანი არ იცვლება - ჩვენი მთავარი მიზანი კვლავ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა და ამ მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა სვანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე კიდევ ორ მატჩს გამართავს - შინ უნგრეთის, სტუმრად კი უნგრეთის წინააღმდეგ.














