პორტუგალიის ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ჟოაო კანსელომ, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ვინგბექის აზრით, მისი ნაკრები არ არის დამოკიდებული ალ-ნასრის ფორვარდზე. ბარსელონას განაპირა მცველი აცხადებს, რომ პირენეელებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ახალგაზრდა მოთამაშეებზე, რომლებიც მათ ნაკრებს მრავლად ჰყავს.
"რონალდუ არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, რომელიც მესის კონკურენციას 15 წლის განმავლობაში უწევდა. ისინი ერთმანეთში ვერ იყოფდნენ ოქროს ბურთს, მათი კონკურენცია ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მოთამაშის კარიერის პიკი 25-დან 32-წლამდე არის, კრიშტიანუმ კი ეს ყველაფერი უკვე გამოიარა.
პორტუგალიის ნაკრები ალ-ნასრის თავდამსხმელზე დამოკიდებული არ არის. ჩვენს ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და ყურადღება სწორედ მათ უნდა მივაქციოთ", - განაცხადა პირენეელთა განაპირა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფლანგელს დღემდე მანჩესტერ სიტისთან აქვს კონტრაქტი, კატალონიაში კი იჯარით თამაშობს.