როგორც ჩანს, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელისთვის ხორხე ხესუსითვის ავტორიტეტები არ არსებობს. მან პორტუგალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის და ლეგენდის მიმართ საინტერესო განცხადება გააკეთა.
მოგეხსენებათ, ერთა ლიგის მატჩში, სადაც პორტუგალიამ ნორვეგია 2:1 დაამარცხა, ხესუსმა რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და საერთოდ არ ათამაშა.
"რონალდუ გულშემატკივართან არ მივიდა? - მას ამაზე აუცილებლად დაველაპარაკები, რომ მეორედ აღარ ქნას. ეროვნული ნაკრები ეროვნული ნაკრებია.
მატჩამდე ვუთხარი, რომ აუცილებლად ვათამაშებდი, მაგრამ თამაშის მიმდინარეობა ისეთი იყო, რომ გადაწყვეტილება შევცვალე, ასეთია ფეხბურთი.
შესაძლოა, რონალდუ შემდეგ მატჩში, დანიის წინააღმდეგ ვათამაშო", - განაცხადა პორტუგალიელთა თავკაცმა.

















