ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის მესამე ტურში, პორტუგალიის ნაკრები დანიას ესტუმრა და მეტოქე უხვგოლიან მატჩში 4-2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა მხრიდან თავი ჟოაო კანსელუმ, გონსალუ რამუშმა, ვიტინიამ და ჟოაო ფელიქსმა გამოიჩინეს. მასპინძლებიდან კი გოლები მიკელ დამსგაარდმა და რასმუს ჰოილუნმგა გაიტანეს.
იურგენ კლოპის თავკაცობით პირველი შეხვედრა მოიგო გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა — გერმანელებმა მიუნხენში, ალიანს არენაზე სერბეთის ნაკრებს უმასპინძლეს და მეტოქეს ორი უპასუგო გოლი გაუტანეს. ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კი საბერძნეთმა და ნიდერლანდებმა ქულები გაიყვეს.
ერთა ლიგის სათამაშო დღის ყველა მატჩის შედეგები












