ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საქართველოს ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო და ჩრდ.ირლანდიის ნაკრებთან შინ 0:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.
"ჩემი პირადო აზრით, დღეს ბევრი რამ დაგვაკლდა, ბოლო ფაზაში ბევრი მომენტი გავანიავეთ, პირადად მე პენალტი ვერ გავიტანე, რისთვისაც ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი.
ფეხბურთის წესია, როცა ამდენ მომენტს გაანიავებ, ისჯები. უკმაყოფილოები ვართ, თუმცა თითოეული ფეხბურთელი და მე, როგორც კაპიტანი, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვამბობ, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ.
ვეცდებით, უკრაინასთან სავსე გულშემატკივრის წინ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და წარმატებით ვითამაშოთ", - განაცხადა კვარაცხელიამ.











