ოთარ კიტეიშვილის გოლი ლიდერების მატჩში - შტურმი ზალცბურგს დაუზავდა

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა, ოთარ კიტეიშვილმა მიიღო, მე-80 წუთზე გოლი გაიტანა და შტურმს ერთი ქულა მოუტანა.
მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე სტუმართა თავდამსხმელმა, პეტარ რატკოვმა გახსნა და მასპინძლებმა პირველი ტაიმი მოიგეს. შეხვედრის მიწურულს კი 27 წლის ქართველმა ანგარიში გაათანაბრა და გუნდებმა ქულა გაიყვეს.
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონზე 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გაიფორმა.







