Four Four Two-მ 100 საუკეთესო მოქმედი ფეხბურთელი დაასახელა. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ აღნიშნულ სიაში ორი ქართველია - ხვიჩა კვარაცხელია 30-ე პოზიციაზე, გიორგი მამარდაშვილი კი 82-ზე. რაც შეეხება ლიდერთა 5-ეულს: 1. ვინისიუს ჟუნიორი; 2. ერლინგ ჰოლანდი; 3. ჯუდ ბელინგემი; 4. კილიან მბაპე; 5. როდრი ერნანდესი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეულში ადგილი ვერ მოიძებნა კრიშტიანუ რონალდუსთვის, მისი მარადიული მოწინააღმდეგე, ლიონელ მესი კი 44-ე პოზიციაზეა. დავუბრუნდეთ ქართველ ფეხბურთელებს, ბრიტანული გამოცემა ვალენსიას გოლკიპერს ალისონ ბეკერის იდეალურ შემცვლელს უწოდებს. თავად ბრაზილიელი კარის დარაჯი მე-17 ადგილზეა.
ნაპოლის ლიდერს კი Four Four Two უწოდებს ბუნების მომაკვდინებელ ძალას, რომელიც ნაპერწკლის გაჩენას საჩემპიონო სეზონის გასვლიდან დიდი ხნის შემდეგაც ახერხებს. აქვე დავამატებთ იმასაც, რომ 23 წლის ვინგერის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან "პარტენოპეისთან" ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.
1. ვინისიუს ჟუნიორი
2. ერლინგ ჰოლანდი
3. ჯუდ ბელინგემი
4. კილიან მბაპე
5. როდრი ერნანდესი
6. ჰარი კეინი
7. მოჰამედ სალაჰი
8. ვილიამ სალიბა
9. ჯამალ მუსიალა
10. კევინ დე ბრუინი
30. ხვიჩა კვარაცხელია
82. გიორგი მამარდაშვილი