მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გრძელდება. გასულ ღამეს, სიეტლში, ინტერისა და რივერ პლეიტის საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება გაიმართა. გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ერთმანეთს არაფერი დაუთმეს, მეტიც, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვიხილეთ.
ინტერმა საბოლოო ჯამში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და 1/8 ფინალის საგზურიც მოიპოვა. ხოლო რაც შეეხება არგენტინულ კლუბს, რივერი ჯგუფში ჩარჩა. "ნერაძურის" მომდევნო მეტოქე ბრაზილიური ფლუმინენსე იქნება.
ინტერი 2-0 რივერ პლეიტი
გოლები: 1-0 ფრანჩესკო პიო ესპოზიტო 72', 2-0 ალესანდრო ბასტონი 90+3'.
მატჩის მიმოხილვა
TWO excellent Inter finishes, analysed by @LyesBouzidi10 🗣️👌
— DAZN Football (@DAZNFootball) June 26, 2025
Watch the @FIFACWC | June 14 - July 13 | Every Game | Free | https://t.co/i0K4eUtwwb | #FIFACWC #TakeItToTheWorld pic.twitter.com/6xWICYj4te
გუშინ ღამით კიდევ ერთი მატჩი გაიმართა E ჯგუფში, სადაც მონტერეიმ ურავა უშანსოდ, 4-0 დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. მექსიკური კლუბი მომდევნო ეტაპზე დორტმუნდს დაუპირისპირდება.












