შეგახსენებთ, ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ პარიზში მესამედ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა კი მეორე ოლიმპიური ოქრო დაისაკუთრა.
საჩემპიონო ვარსკვლავის შესახებ ოლიმპიურმა ჩემპიონებმა და სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ისაუბრეს:
გენო პეტრიაშვილი: “შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ახდა და ძალიან ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ოლიმპიური ჩემპიონობა და შემდეგ, როცა ოლიმპიურ კომიტეტში დიდი ვარსკვლავების, ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების გვერდით შენი ვარსკვლავი იხსნება კიდევ უფრო ამღელვებელია. მადლობა ყველას."

ლაშა ბექაური: “ვარსკვლავი ჩემთვის ძალიან მიდი დაფასებაა და ვფიქრობ, ეს ქვეყნის ისტორიაში შეტანილი ჩემი წვლილია. რა თქმა უნდა, მოხარული ვარ, რომ ჩემს ვარსკვლავს კიდევ ერთი წარწერა დაემატა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობის აღსანიშნად. მინდა გენო პეტრიაშვილს მივულოცო ვარსკვლავის გახსნა და წარმატება ვუსურვო ქართველ სპორტსმენებს.”
ლაშა ტალახაძე: "ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენი ვარ, რომელმაც სამჯერ იზეიმა ოლიმპიური ჩემპიონობა, მინდა მივულოცო ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს. გენოს ვარსკვლავი პირველად გაიხსნა. წარმატებას ვუსურვებ ქართველ სპორტსმენებს და ვისურვებ, რომ ამ ვარსკვლავთა რაოდენობა გაასმაგებულიყოს.”
ლერი ხაბელოვი: “გენო პეტრიაშვილი საქართველოდან 38-ე სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა. სულ ოქროს 44 მედალი გვაქვს 1952 წილად. ვულოცავ ჩვენს ჩემპიონებს, გენოს, ლაშასა და ლაშას. მოგეხსენებათ, ოლიმპიურ თამაშებზე მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობენ და ეს უდიდესი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ვარსკვლავები დარჩება მუდამ ოლიმპიური კომიტეტის ეზოში და ყველა ნახავს ჩვენს ოლიმპიურ გმირებს.”










