ოფიციალურად დადასტურდა, რომ ტომას ტუხელი ინგლისის ნაკრებს ჩაიბარებს. რაც შეეხება კონტრაქტის დეტალებს, ის მუშაობას 2025 წლიდან 1 იანვრიდან შეუდგება, ხელშეკრულება კი 2026 წლამდე იქნება გათვლილი. გერმანელი დამრიგებლის ანაზღაურება "3 ლომში" 5 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებს ამჟამად წვრთნის ლი კარსლი, რომელმაც განვლილი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, გარეთ საუთგეითი შეცვალა. თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ირლანდიელი დამრიგებელი ალბიონელთა ეროვნულ გუნდში დროებით იმუშავებდა, წლის ბოლომდე კი სრულფასოვანი სპეციალისტი მოვიდოდა.
რაც შეეხება ინგლისის ნაკრების მომავალ მწვრთნელს, მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი იყო მიუნხენის ბაიერნი, სადაც მან 2022/2023 წლებში ბუნდესლიგა მოიგო. გასული სეზონის ბოლოს, "რეკორდმაისტერი" 51 წლის სპეციალისტის შენარჩუნებას გეგმავდა, მაგრამ მან წასვლა არჩია.