ოფიციალურად — ჯენარო გატუზო იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მხარეებს შორის 1-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ავტომატურად გახანგრძლივდება თუ "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას მოახერხებს.
მას შემდეგ, რაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ლუჩანო სპალეტი ეროვნული ნაკრებიდან გაუშვა, 66 წლის სპეციალისტის შემცვლელად ორ მთავარ კანდიდატურას განიხილავდნენ. სიაში იყვნენ კალუდიო რანიერი და სტეფანო პიოლი, თუმცა ვერც ერთ მათგანთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, სწორედ ამიტომ ფედერაციამ ჯენარო გატუზოსთან მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით დაიწყო. შეგახსენებთ, 47 წლის იტალიელმა მწვრთნელმა ჰაიდუკი სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
Bentornato 𝑮𝒆𝒏𝒏𝒂𝒓𝒐 𝑮𝒂𝒕𝒕𝒖𝒔𝒐
— Nazionale Italiana ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri) June 15, 2025
CT della Nazionale 🇮🇹💙🔥
➡️ https://t.co/YljUd5ExkB#Nazionale #Azzurri #VivoAzzurro pic.twitter.com/FE3QMmsnla












