საქართველო ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირს, „თრიალეთის თასი - 2025-ს” ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
შეჯიბრებაზე ნიკა ეგაძე ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოკლე პროგრამაში 89,60 ქულა, თავისუფალ პროგრამაში - 171,42, ორი პროგრამის ჯამში კი - 261,02 ქულა დააგროვა და ჩემპიონობა იზეიმა.
თბილისში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამ დროისთვის, ორი მედალია. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა სპორტულ ცეკვებში პირველი ადგილი დაიკავა.








