ნაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს. მას შემდეგ, რაც გუნდმა კალიარიდან სიმონე სკუფეტის ტრანსფერი დახურა, გუნდი მინიმუმ ორი ფეხბურთელის დამატებას კიდევ განიხილავს. "პარტენოპეი" იუვენტუსთან
დანილოს თაობაზე მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს და ანტონიო კონტე იმედოვნებს, რომ გამოცდილი ბრაზილიელი მცველი გუნდს უახლოეს დღეებში შეურთდება.
რაც შეეხება გუნდის კიდევ ერთ სამიზნეს — ნაპოლი ჩელსის იტალიელი ნახევარმცველის ჩეზარე კასადეის თაობაზე ოფიციალურად დაუკავშირდა! ფეხბურთელის აგენტი იტალიაში იმყოფება, სადაც ტორინოსა და ლაციოს წარმომადგენლებს უკვე შეხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ნაპოლი ჩაერთო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. როგორც იტალიური მედია იუწყება, ფავორიტი ახლა უკვე "პარტენოპეი" გახდა, რომელიც ახლოსაა ფეხბურთელის დამატებასთან.
ანტონიო კონტე ახალი ნახევარმცველის ყიდვას ითხოვს, კასადეი კი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. ჩელსი ფეხბურთელის მხოლოდ პირდაპირ გაყიდვას განიხილავს და იტალიელს დაახლოებით €15-20 მილიონად აფასებს. უახლოეს საათებში აურელიო დე ლაურენტისი 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.