ჭადრაკი - სპორტის სახეობა, სადაც ინტელექტუალური მონაცემები სხვა რაკურსით არის წარმოჩენილი და ქართველები საჭადრაკო დაფიდან მთელ მსოფლიოს ახსენებენ, რომ პატარა საქართველოში ყველა ეპოქაში ძლიერი მოჭადრაკეები არიან. ნონა გაფრინდაშვილის სამშობლო გამუდმებით მსოფლიოს ჭადრაკის ეპიცენტრშია, ქართველი ქალები კი ტრადიციას აგრძელებენ. სექტემბერში ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნანა ძაგნიძემ
ინდივიდუალურ პირველ დაფაზე.
ბუდაპეშტში ფიდეს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებაც გაიმართა, სადაც ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი დაჯილდოვდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი.
XXI საუკუნის ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა მოჭადრაკემ, ბოლო ორი ათწლეულის მსოფლიო ქალთა რეიტინგ ტოპ-ათეულის უცვლელმა წევრმა, მსოფლიო ჩემპიონმა ელვისებურ ჭადრაკში, ასევე ევროპის ჩემპიონმა და სხვა მრავალი ტურნირის გამარჯვებულმა, ნანა ძაგნიძემ მიღწეული წარმატებისა და ჭადრაკის შესახებ
-სთან ინტერვიუში ისაუბრა:
- სექტემბერში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეთ, სადაც მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეები ასპარეზობდნენ, რამდენად რთული ტურნირი აღმოჩნდა?



















