ინგლისის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა ჰარი კეინმა ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"ვფიქრობ, პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია, რადგან მათ ეს ტურნირი ზედიზედ ორჯერ მოიგეს და ამით ყველაფერი ნათქვამია.
შემდეგ არიან ბაიერნი, რეალი, ბარსელონა, არსენალი, ვფიქრობ, დანარჩენ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის მოგების თანაბარი შანსები აქვთ.
ჩვენ სრულად მზად ვართ, რომ მწვერვალები დავიპყროთ და წელს სასურველ სედეგს მივაღწიოთ. მიზანი მატჩიდან მატჩამდე განვითარებაა.
გასულ სეზონში პსჟ-სთან წავაგეთ, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია, ახალ სეზონში კი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ", - განაცხადა კეინმა.











