ფიფაში განიხილავენ გუნდების რაოდენობის გაზრდას 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კერძოდ 48-დან 64-მდე, ტურნირის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. 2030 წელს გასამართი ტურნირი სამ კონტინენტზეა გაშლილი — ესპანეთი, პორტუგალია და მაროკო მთავარი მასპინძლები არიან, ხოლო თითო ჯგუფური მატჩი ასევე გაიმართება ურუგვაიში, არგენტინასა და პარაგვაიში.
ფიფას საბჭოს წევრმა, ურუგვაელმა ინასიო ალონსომ ეს იდეა წამოაყენა ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე და მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის ბევრი მაღალი რანგის ფიგურა შეშფოთებულია ამ წინადადებით, ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ ეს იდეა აუცილებლად უნდა განიხილონ.
2030 წლის ფორმატმა უკვე გამოიწვია კრიტიკა. პირველ რიგში, თუ რა რაოდენობის მგზავრობა იქნება საჭირო გუნდებისთვის და გულშემატკივრებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირი რამდენიმე ქვეყანაში ტარდება და თუ ზემოთ ხსენებული იდეა განხორციელდება, პრობლემები კიდევ უფრო გაიზრდება.
ფიფას განცხადებაში ნათქვამია: "წინადადება მივიღეთ 64-გუნდიანი ტურნირის ჩატარების თაობაზე მსოფლიო ჩემპიონატის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. იდეა აღიარებული იქნა, რადგან ფიფა მოვალეა გააანალიზოს საბჭოს ნებისმიერი წევრის წინადადება."