ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად ალბანეთს დაუპირისპირდება.
მატჩის წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.
"ნაკრებისთვის სტუმრად თამაში ადვილი არასდროს არ არის. ვიცით, რომ ალბენთი კარგ ფორმაშია, თუმცა ამ თამაშს ჩვენც კარგ ფორმაში ვხვდებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მატჩი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდეს.
ჩემი პირველი "მშრალი მატჩი" ნაკრებში სწორედ ამ სტადიონზე შედგა. იმის შემდეგ განვვითარდი, ბევრი რამ შეიცვალა და ვეცდები, ხვალაც იგივე გავაკეთო.
ეს პირადად ჩემი აზრი არ არის. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ამ ფორმაციის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეუძლია. წინა მატჩში ჩვენი ფეხბურთელების თამაშს რომ ვუყურებდი, დიდ სიამოვნებას ვიღებდი.
გულშემატკივარი ჩვენს წარმატებაში დიდ როლს თამაშობს. ისინი სულ გვეხმარებიან და მათთვის კიდევ ბევრს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ", - განაცხადა მამარდაშვილმა.