მაურისიო პოჩეტინომ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავენ.
იხილეთ 26-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: მეთ ტერნერი (ნიუ ინგლენდი), მეთ ფრიზი (ნიუ იორკ სიტი), კრის ბრედი (ჩიკაგო ფაიერი);
მცველები: კრის რიჩარდსი (კრისტალ პალასი), ტიმ რიმი (შარლოტი), მარკ მაკენზი (ტულუზა), ოსტინ თრასთი (სელტიკი), ენტონი რობინსონი (ფულემი), სერჟინიო დესტი (პსვ), ალექს ფრიმანი (ვილიარეალი), ჯო სკალი (გლადბახი), მაქსიმილიან არფსტეინი (კოლუმბუსი), მაილს რობინსონი (ცინცინატი);
ნახევარმცველები: ტაილერ ადამსი (ბორნმუთი), ვესტონ მაკკენი (იუვენტუსი), კრისტიან როდლეინი (სიეტლ საუნდერსი), სებასტიან ბერჰალტერი (ვანკუვერი);
შემტევები/ფორვარდები: ბრენდენ აარონსონი (ლიდს იუნაიტედი), ტიმოთი ვეა (მარსელი), კრისტიან პულისიკი (მილანი), მალიკ ტილმანი (ლევერკუზენი), ჯოვანი რეინა (გლადბახი), ალეხანდრო ზენდეიასი (კლუბ ამერიკა), ფოლარინ ბალოგუნი (მონაკო), რიკარდო პეპი (პსვ), ჰაჯი ვრაითი (ქოვენთრი სითი).












