ცნობილი გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC ჩრდ.ირლანდიის საქართველოსთან გამარჯვებას ეხმაურება და მცირე ანალიზს აკეთებს.
"ძმებმა ჩარლსებმა გასვლით მატჩში შოუ მოიპარეს. პსჟ-ს ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიასგან ყველა დიდ ხიფათს ელოდა და ჩრდ.ირლანდიის მიზანი მისთვის თავისუფალი სივრცეების შეზღუდვა იყო. პირველ ტაიმში ხვიჩა ჩრდილში რჩებოდა.
ოქროს ბურთის ნომინანტი შესვენების შემდეგ ბევრად აქტიური იყო, მაგრამ პენალტი გააფუჭა, როცა მისი სუსტი დარტყმა პირს ჩარლსმა მოიგერია. მატჩის მიწურულს კი პირსის ძმამ, შია ჩარლსმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
გარდა მოგერიებული პენალტისა, პირსს რამდენიმე ურთულესი სეივი ჰქონდა, მაგრამ ჩრდ.ირლანდიის მშრალი კარი დიდწილად დაცვის ტრიოს დამსახურებაა", - წერს გამოცემა.
საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს 28 სექტემბერს, "დინამო არენაზე" უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.











