პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ განვლილ ევროპის ჩემპიონატზე მომენტების რეალიზაციის მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა. xG (მოსალოდნელი გოლები)-ის მეტრიკაზე დაყრდნობით, ალ-ნასრის ლიდერის გოლის გატანის ალბათობა უდრიდა 3.5-ს, მაგრამ მან ტურნირი 0 ბურთით დაასრულა.
პორტუგალიელი თავდამსხმელის შემდეგ მოდის გერმანიის ნაკრების შემტევი, კაი ჰავერცი, რომელმაც მართალია ორი გოლი გაიტანა, თუმცა საერთო ჯამში მის ანგარიშზე 19 კარისკენ დარტყმა იყო. აქედან გამომდინარე, ლონდონის არსენალის ფორვარდის კოეფიციენტი -3.1-ს უდრის. სამუელს კი რომელუ ლუკაკუ ხურავს.
სრული 10-ეული გამოიყურება ასე:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) -3.5
2. კაი ჰავერცი (გერმანია) -3.1
3. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) -2.3
4. კილიან მბაპე (საფრანგეთი) -2.0
5. მემფის დეპაი (ნიდერლანდები) -2.0
6. ალექსანდრ მიტროვიჩი (სერბეთი) -1.8
7. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი) -1.7
8. ლამინ იამალი (ესპანეთი) -1.5
9. რასმუს ჰოილუნდი (დანია) -1.5
10. ანტე ბუდიმირი (ხორვატია) -1.4