ერთა ლიგის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და უგოლო მატჩში ფრეს დასჯერდა. შეხვედრის დასრულები შემდგ, ლუკა ლოჩოშვილმა კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ პირველი თამაშის შემდეგ რეაქცია ვაჩვენეთ, უფრო აგრესიულები ვიყავით და მეტოქესაც ვაჯობეთ. ახალ მწვრთნელთან ცოტა დრო გავატარეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დავალევები კარგად შევასრულეთ და მოგებაც შეგვეძლო."
"საერთო ჯამში თანაბარი ჯგუფია და როგორც სახლში, ასევე გასვლაზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქულა ავიღეთ, სტარტი არც თუ ისე კარგი გვაქვს და მომდევნო მატჩებში მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ" — ლუკა ლოჩოშვილი.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ოქტომბერს გასვლაზე, უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.












![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)