პრემიერ ლიგის მე-19 ტურის გახსნითი მატჩი კინგ ფაუერ სთედიუმზე დასრულდა. მაყურებელმა ლესტერისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება იხილა — პეპ გუარდიოლას გუნდი ამ შეხვედრას ძალიან ცუდ ფორმაში შევხდა, თუმცა ამის მიუხედავად "ქალაქელებმა" ლესტერის დამარცხება მაინც მარტივად მოახერხეს.
მანჩესტერ სიტიმ ორივე ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხა. ჯერ თავი სავინიომ გამოიჩინა, შემდეგ კი საქმეში ერლინგ ჰოლანდი დარბუნდა, რომელმაც დიდხნიანი მშრალი სერია დაასრულა. მაყურებელს მეტი გატანილი გოლი აღარ უნახავს, მატჩი საბოლოო ჯამში 0-2 დასრულდა.
პეპ გუარდიოლას გუნდმა გამარჯვების გემო გაიხსენა და ამ მატჩის შემდეგ 31 ქულას მოუყარა თავი, რითაც მე-5 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება რუდ ვან ნისტელროის გუნდს, ლესტერი 14 ქულით, მე-18 პოზიციაზე დარჩა.