MLS-ში გამართული შეხვედრა ნეშვილსა და ჩიკაგო ფაირს შორის, მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ჩიკაგოს ქართველი ახალწვეულის, ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა.
მოგეხსენებათ, მექვაბიშვილი ჩიკაგოს ახლახანს შეუერთდა, სამუშაო ვიზა მიიღო, ახალ კლუბში სადებიუტო მატჩი უკვე ჩაატარა და დღეს ეროვნული ნაკრების შეკრებას შეუერთდება.
მექვაბიშვილის ჩიკაგოს 25 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
First with the Fire for Anzor 👏 pic.twitter.com/TmxdRIpX9w
— Chicago Fire FC (@ChicagoFire) September 20, 2026














