სვენ-გორან ერიქსონი მიიჩნევს, რომ ინგლისის ნაკრები ხოსეპ გვარდიოლამ ან იურგენ კლოპმა უნდა ჩაიბაროს. გარეთ საუთგეიტის წასვლის შემდეგ, თავკაცის პოსტი "3 ლომში" ვაკანტურია. როგორც ვიცით, ესპანელი ტაქტიკოსი ამჟამა მანჩესტერ სიტიში მუშაობს, გერმანელი სპეციალისტი კი ლივერპულიდან წასვლის შემდეგ, ფეხბურთისგან ისვენებს.
"თუ გინდათ, რომ ინგლისის ნაკრებმა წარმატებას მიაღწიოს, მაშინ აუცილებელია ტოპ მწვრთნელის მოყვანა. ვინ არიან საუკეთესოები? - გვარდიოლა და კლოპი. საუბარია სპეციალისტების შესახებ, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რას ნიშნავს ინგლისური ფეხბურთი. ასოციაციამ უნდა იმოქმედოს.
გასაგებია, რომ პეპი სიტიში მუშაობს, იურგენი კი ისვენებს, თუმცა ცდა ნამდვილად ღირს", - განაცხადა ყოფილმა შვედმა მწვრთნელმა, რომელიც ბრიტანელთა გუნდში თავადაც მუშაობდა 2001-2006 წლებში.