ესპანეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი ვილიარეალსა და ლევანტეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
მასპინძელი გუნდის ქართველი ფორვარდი ჟორჟ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
მატჩის მიწურულს მიქაუტაძემ გოლი გაიტანა და თამაშს საბოლოო წერტილი დაუსვა.
7 ტურის შემდეგ, ვილიარეალს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზეა.











