"მესისთან ერთად ბრაზილიას 2-3 გოლით მეტს გავუტანდით" — ალვარესი

აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ხულიან ალვარესმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მესისთან ერთად არგენტინა კიდევ უფრო მეტ გოლს გაიტანდა: "მესისთან ერთად ბრაზილიას 2-3 გოლით მეტს გავუტანდით."
უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა როდრიგო დე პაულმა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს არგენტინა საუკეთესო ნაკრებია: "უპატივცემულობა არცერთი მეტოქის წინააღმდეგ არ გამოგვიჩენია, თუმცა, საპირისპიროდ ბევრი დამცირება მივიღეთ. ჩვენ არავინ გვეხმარებოდა, ყველაფერს შრომით მივაღწიეთ და განვითარებას ვაგრძელებთ. ბოლო 6 წლის მანძილზე, არგენტინა მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია."
მატჩის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმაც ისაუბრა: "მინდა, რომ არგენტინელმა ხალხმა ამ მომენტით სიამოვნება მიიღონ, რადგან არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, რომ დიდი ხნის განმავლობაში გავაგრძელებთ წარმატების მიღწევას, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ."
ბრაზილიის დამარცხების შემდეგ, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 31 ქულა მოაგროვა და ლიდერობა გაიმყარა. აღსანიშნავია, რომ ალბისელესტე მეორე ადგილზე მყოფ ეკვადორს 8 ქულით უსწრებს. ბრაზილია კი 21 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.








