არგენტინისა და ბოლივიის ნაკრებების შეხვედრაში ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. საერთაშორისო ასპარეზზე მას დაუგროვდა 112 გოლი და მასზე წინ არის მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც 133 ბურთი აქვს. როგორც ვხედავთ, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლებით არგენტინელი ფლეიმეიქერი პორტუგალიელ ბომბარდირს 21 გოლით ჩამორჩება.
ნაკრებში გატანილი ჰეთ-თრიკების რაოდენობით კი მათ შორის არის უკვე ფრე - 10:10. ალ ნასრის კაპიტანს საერთაშორისო ასპარეზზე სამი გოლი გატანილი აქვს შემდეგი ნაკრებებისთვის: ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩრდილოეთ ირლანდია, სომხეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა (2-ჯერ), ფარერები, ანდორა.
რაც შეეხება ინტერ მაიამის კაპიტანს - ბრაზილია, შვეიცარია, ეკვადორი, ბოლივია (2-ჯერ), ესტონეთი, პანამა, გუატემალა, ჰაიტი, კურასაო. ვნახოთ, კარიერის ბოლოს, რომელ მათგანს ექნება ჰეთ-თრიკების უფრო მეტი რაოდენობა.