მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელსაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაჩრდილვა შეუძლია. ინგლისელი ექს-ფორვარდისთვის ასეთი არის ლამინ იამალი, მაგრამ მას არ დაეთანხმა "წითელი ეშმაკების" კიდევ ერთი ლეგენდა, რიო ფერდინანდი.
რუნი: "იამალი წარმოუდგენელია. ის არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისა და რონალდუს დაჩრდილვა შეუძლია".
ფერდინანდი: "ვერ დაგეთანხმები. ეს ურთულესი ამოცანა არის".
რუნი: "ამ ასაკში ლიონელი და კრიშტიანუ ასეთი ეფექტურები არ იყვნენ. ლამინი მათ რამდენიმე მილით უსწრებს. სიგიჟეა მესმის, თუმცა ახალი მოთამაშეები მოდიან და ახლა მათი დროა".
Rooney on Lamine Yamal: "I think he is the one"
— Rio Ferdinand Presents (@RioMeets) September 26, 2025
CC: @rioferdy5, @WayneRooney pic.twitter.com/mNLDcUUJud












