მანჩესტერ სიტის ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ, არგენტინის ნაკრების შესახებ ისაუბრა. ვეტერანმა იმსჯელა იმის შესახებ, თუ რა ელის "ალბისელესტეს" ლეო მესის წასვლის შემდეგ. ყოფილი არგენტინელი ფორვარდის აზრით, მისი მეგობრის წასვლის შემდეგ, ლიდერობა ეროვნულ გუნდში 3 მოთამაშეზე გადანაწილდება.
"მესის შეცვლა არარეალური რამ არის. მას არ ჰყავს მემკვიდრე, არამხოლოდ არგენტინაში, არამედ ზოგადად, ფეხბურთში. თუ მაინც უნდა დავასახელო "ალბისელესტეს" მომავალი ლიდერი, მაშინ ვიტყვი 3 მოთამაშეს: მაკალისტერი, ენცო და ალვარესი. ჩემი აზრით, ეროვნული გუნდი მომავალში სწორედ მათზე იდგება.
მარტინესი? - დიახ, ისიც უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, თუმცა მეკარეს მაინც სხვა როლი აქვს. ისიც ლიდერია, თუმცა სხვა კუთხით", - განაცხადა "ქალაქელების" ყოფილმა ფორვარდმა.
შეგახსენებთ, "თეთრ-ლურჯები" აგრძელებენ კოპა ამერიკაზე თამაშს, სადაც 1/2 ფინალში მათი მეტოქე კანადის ეროვნული გუნდი იქნება.