ჰარი კეინს ოფიციალურად გადაეცა 2025/2026 წლების სეზონის ოქროს ბუცი. ის გახდა რიგით მე-12 ფეხბურთელი, ვინც ეს ჯილდო ერთზე მეტჯერ მოიგო. ინგლისელი ფორვარდი გაუთანაბრდა ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ეუსებიო და სილვა ფერეირა, გერდ მიულერი, ტიერი ანრი, ლუის სუარესი, რობერტ ლევანდოვსკი და სხვები.
რაც შეეხებათ ოქროს ბუცის რეკორდსმენებს, პრაქტიულად მოუწვდომელ ნიშნულზე არიან ვინ, თუ არა ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებმაც აღნიშნული პრიზი 6-ჯერ და 4-ჯერ მოიგეს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი მომავალში არგენტინელ და პორტუგალიელ წინახაზელებთან მიახლოებას.
ფეხბურთელები, რომლებმაც ოქროს ბუცი ერთზე მეტჯერ მოიგეს
| ლიონელ მესი | 6 | 2009/10, 2011/12, 2012/13, 2016/17, 2017/18, 2018/19 | ბარსელონა |
| კრიშტიანუ რონალდუ | 4 | 2007/08, 2010/11, 2013/14, 2014/15 | რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი |
| ეუსებიო და სილვა ფერეირა | 2 | 1967/68, 1972/73 | ბენფიკა |
| გერდ მიულერი | 2 | 1969/70, 1971/72 | ბაიერნი |
| დუდუ გეორგესკუ | 2 | 1974/75, 1976/77 | დინამო ბუქარესტი |
| ფერნანდუ გომეში | 2 | 1982/83, 1984/85 | პორტუ |
| მარიო ჟარდელი | 2 | 1998/99, 2001/02 | პორტუ, სპორტინგი |
| ტიერი ანრი | 2 | 2003/04, 2004/05 | არსენალი |
| დიეგო ფორლანი | 2 | 2004/05, 2008/09 | ატლეტიკო, ვილიარეალი |
| ლუის სუარესი | 2 | 2013/14, 2015/16 | ბარსელონა, ლივერპული |
| რობერტ ლევანდოვსკი | 2 | 2020/21, 2021/22 | ბაიერნი |
| ჰარი კეინი | 2 | 2023/24, 2025/26 | ბაიერნი |











