ემანუელ პეტიმ აღნიშნა, რომ ჰარი კეინი ოქროს ბურთის მოგებას არ იმსახურებს. ვეტერანმა ფეხბურთელმა თავისი მოსაზრება ახსნა იმით, რომ მუნდიალზე 1/4 ფინალის შემდეგ და ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის საპასუხო შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენთან ინგლისელი ფორვარდი არ ჩანდა.
"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კეინის ოქროს ბურთის მოგების შანსები შემცირდა. თუ შევხედავთ მხოლოდ ბუნდესლიგას, ის ერთ-ერთი კანდიდატია, მაგრამ მუნდიალსა და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ჰარი ქრებოდა. მას უსწრებენ მბაპე, დემბელე და ოლისე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ტურნირზე იმედები არც მათ გაამართლეს.
ინგლისელი თავდამსხმელი პარი სენ-ჟერმენთან მეორე მატჩში გაქრა. იგივე რამ მოხდა მსოფლიოს ჩემპიონატზეც - ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა 1/4 ფინალიდან მოყოლებული, ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს, საჭირო ძალა და იღბალი აკლდა", - განაცხადა ფრანგმა ყოფილმა უკანახაზელმა.











