აღნიშნულ მატჩში არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერმა, ლიონელ მესიმ 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გაიფორმა — თითო გოლი კი ლაუტაროს, ალვარესისა და ალმადას ანგარიშზეა.
10 შეხვედრის შემდეგ, არგენტინას 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო ტურში მესის გუნდი პარაგვაის ესტუმრება — მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება.








