რამდენიმე დღის წინ, მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთული ტურნირია. მან აღნიშნა, რომ ძველ კონტინენტის პირველობაზე უფრო მაღალი კონკურენციაა, ვიდრე მუნდიალზე. ფრანგ ფორვარდს უპასუხა ინტერ მაიამის კაპიტანმა, ლეო მესიმ.
"მბაპე მიიჩნევს, რომ ევროპის ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთული ტურნირია. ეს მისი აზრია, მე კი სხვა მოსაზრება მაქვს. ევრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ტურნირზე არ მონაწილეობს მსოფლიოს სამი ჩემპიონი: არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი. ამ ეროვნული გუნდების ანგარიშზე საერთო ჯამში 10 მსოფლიო ჩემპიონობაა.
მუნდიალზე კი ყოველთვის გამოდიან მსოფლიოს უძლიერესი ნაკრებები, მათ შორის - ყველა ჩემპიონი. აქედან გამომდინარე, მსოფლიო ჩემპიონატს თავისი უპირატესობა მაინც აქვს", - განაცხადა არგენტინელმა შემტევმა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 სტარტს აიღებს 14 ივნისს, კოპა ამერიკა კი - 6 დღის შემდეგ.