პარის სენ-ჟერმენის ყოფილმა კაპიტანმა, ტიაგო სილვამ დაიცვა თავისი თანამემამულე, ნეიმარ ჟუნიორი, რომელსაც კარიერაში ახლა რთული პერიოდი უდგას. ბრაზილიელი ფორვარდი გადავიდა პსჟ-დან ალ-ჰილალში, მაგრამ მან მალევე მიიღო უმძიმესი დაზიანება, რის შედეგადაც მოედანს დიდი ხნით ჩამოშორდა.
"მესის მისამართით რომ გაჟღერებულიყო ყველა ბრალდება, რასაც ისმენს ნეიმარი, ის კარიერას დაასრულებდა. ვერავინ გაუძლებდა მსგავს ზეწოლას, ლიონელიც კი. როდესაც ჟუნიორი კარგად თამაშობს, ხალხს ჰგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, ცუდი პერფომანსის შედეგად კი მას ყველა იძულებს.
ალ-ჰილალის თავდამსხმელი ჩემი მეგობარია, თუმცა ახლა ჩემს აზრს ვაფიქსირებ როგორც ნეიტრალურად განწყობილი ადამიანი - ის არის უდიდესი ნებისყოფის პატრონი, რადგან ამ ზეწოლას უძლებს", - განაცხადა ბრაზილიელმა უკანახაზელმა.