ინგლისის პრემიერ ლიგის მე-10 ტურში, მანჩესტერ სიტი ნოტინგემ ფორესტს ესტუმრა და 1-3 დამარცხდა.
შეხვედრის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, მე-6 წუთზე გახსნეს — თავი კუნიამ გამოიჩინა. მე-18 წუთზე მანჩესტერ სიტის კარი დელაპმა აიღო და სხვაობა ორამდე გაზარდა. 52-ე წუთზე, შერკიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა, 73-ე წუთზე დელაპმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 3-1 დააფიქსირა.
ნოტინგემი 3-1 მანჩესტერ სიტი
გოლები: 1-0 კუნია (6'), 2-0 დელაპი (18'), 2-1 შერკი (52'), 3-1 დელაპი (73')
ათი მატჩის შემდეგ, მანჩესტერ სიტის 21 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერს, არსენალს 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ენცო მარესკას გუნდი ფულჰემს უმასპინძლებს.











![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)

