მერსედესი განვითარებას აგრძელებს — გერმანული გუნდი უნგრეთში და ბელგიაში განახლებებს ჩაიტანს

ბოლო ორი გრან პრი სწორედ გერმანულმა გუნდმა მოიგო — ავსტრიაში გამარჯვებული ჯორჯ რასელი გახდა, ხოლო გუშინ, დიდ ბრიტანეთში ლუის ჰემილტონი გავიდა პირველ ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის გრან პრის კვალიფიკაციაზე მერსედესის პილოტებმა საოცრად იასპარეზეს და 1-2 ადგილები დაიკავეს. გერმანული გუნდი რბოლაშიც ახლოს იყო დუბლთან, თუმცა, რასელის ბოლიდს პრობლემა შეექმნა და გრან პრის გამოეთიშა.
მერსედესი მიმდინარე სეზონში გაჩერებას არ აპირებს და შემდეგ ორ რბოლაზე, უნგრეთსა და ბელგიაში განახლებებით იასპარეზებს. მთავარ განახლებებს კი მერსედესი W15-ზე ზაფხულის შესვენების შემდეგ, 25 აგვისტოს ნიდერლანდების გრან პრიზე შემოგვთავაზებს.
12 რბოლის შემდეგ, მერსედესს 221 ქულა აქვს და კონსტრუქტორთა დავაში მე-4 ადგილს იკავებს. ჯორჯ რასელი და ლუის ჰემილტონი კი 111 და 110 ქულით 7-8 პოზიციებს იყოფენ.








