ავსტრიის ნაკრების კარში შესრულებული დუბლით, ლიონელ მესის მსოფლიო ჩემპიონატებზე დაუგროვდა 18 გოლი, რითაც ის ამ ტურნირის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა არგენტინელი ფლეიმეიქერის ექს-თანაგუნდელი ბარსელონაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
"ხუთი გოლი მსოფლიო ჩემპიონატის ორ მატჩში? მესისთვის ეს ზღვარი არ არის. ზოგჯერ ის გამოიყურება ადამიანივით, მაგალითად მაშინ, როდესაც ვერ იყენებს 11-მეტრიანს, მაგრამ სხვა დროს ლეო ადამიანი სულაც არაა. ის თავის მე-6 მუნდიალზეა, ჯერ კიდევ არ უთამაშია იორდანიასთან, არ ვიცი ეს ყველაფერი რით დასრულდება.
არგენტინელმა შემტევმა ორ მატჩში გაიტანა ხუთი გოლი, მე საერთოდ არ გამიტანია მსოფლიო ჩემპიონატებზე. მალე დაბადების დღე აქვს და მინდა, ამ მომენტით ისიამოვნოს. ძალიან საინტერესოა "ალბისელესტეს" კაპიტნის თამაშის ყურება", - განაცხადა შვედმა ექს-ფორვარდმა.














