კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი ფრანჩესკო კალცონას კვლავ დროებით მწვრთნელად განიხილავს და ზაფხულში მის შეცვლას გეგმავს - მთავარი კანდიდატი კი უსამსახუროდ დარჩენილი მაურიციო სარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი ნაპოლიში 2015-18 წლებში მუშაობდა და კლუბმა მისი თავკაცობით ჩატარებულ 148 შეხვედრიდან 98 მოიგო, 25 ფრედ დაასრულა და 25 წააგო. დე ლაურანტესის და სარის პირველი შეხვედრა უახლოეს პერიოდშია მოსალოდნელი.










