დღეს გაიმართება უეფას ერთა ლიგის პლეიოფის განმეორებითი შეხვედრები. გაირკვევა საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში, ესპანეთისა და ნიდერლანდების ეროვნულ გუნდებს შორის. ამის გარდა, დღეს კიდევ არაერთი საინტერესო მატჩი გველის.
ესპანეთი V ნიდერლანდები (2:2)
პირველ შეხვედრაში ნაკრებებმა გამარჯვებულის გამოვლინება ვერ მოახერხეს. ნიდერლანდები იგებდნენ 93-ე წუთამდე, თუმცა შემდეგ, მიკელ მერინომ ესპანეთის გადარჩენა შეძლო. როგორც აღვნიშნეთ, აღნიშნულ წყვილში მოგებული იქნება საქართელოს მეტოქე 2026 წლის მუნდიალის შესარჩევზე, თურქეთისა და ბულგარეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად.
ამის გარდა, გამარჯვებული ნაკრები გააგრძელებს ბრძოლას უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის მოგებულს შეხვდება. პირველ მატჩში "მამლებმა" "თეთრ-წითლებთან" 0:2 წააგეს. ერთა ლიგის 1/2 ფინალის საგზურისთვის ასევე იბრძვიან იტალია, გერმანია, პორტუგალია და დანია.
ერთა ლიგის ყველა მატჩი:
18:00 - საქართველო-სომხეთი
21:00 - უნგრეთი-თურქეთი
21:00 - სერბეთი-ავსტრია
21:00 - შოტლანდია-საბერძნეთი
21:00 - სლოვენია-სლოვაკეთი
21:00 - ისლანდია-კოსოვო
23:45 - გერმანია-იტალია
23:45 - ესპანეთი-ნიდერლანდები
23:45 - საფრანგეთი-ხორვატია
23:45 - პორტუგალია-დანია
23:45 - ბელგია-უკრაინა
23:45 - ირლანდია-ბულგარეთი